This website uses different cookies. We use cookies to personalise content, provide social media features, and analyse traffic to our website. Some cookies are placed by third parties that appear on our pages. You can find more information and options to choose from in our Privacy Policy and Configurations for usage.
- შესავალი
- შესავალი
სახელმძღვანელოს შესახებ
Kristina Smolijaninovaitė Civil Society Forum e.V., Berlin, Germany
შესავალი
2020 წლიდან, Confronting Memories-ის პროგრამა მთელს ევროპაში ქმნის ქსელურ პლატფორმასა და სივრცეს ისტორიის მასწავლებლებისთვის, რათა გაცვალონ განსხვავებული ხედვები მე-20 და 21-ე საუკუნეების ისტორიაზე და გააფართოონ ისტორიის ინტერპრეტაციის პერსპექტივები. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვიმუშავეთ 80-ზე მეტ ისტორიის მასწავლებელთან, რათა მოგვემზადებინა მასალა, რომელიც მორგებულია მულტიპერსპექტიული და ღირებულებებზე დაფუძნებული ისტორიის სწავლებაზე.
2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მრავალი პროექტი ეხებოდა განათლების საკითხს საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებში, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვება მიმდინარეობდა იმაზე, რატომ არის განათლება მნიშვნელოვანი მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, ნაკლებად ხდება იმის გააზრება, როგორი იქნება ომის დასასრული და იბადება კითხვა, რა მეთოდები შეიძლება იყოს გამოყენებული ომის შესახებ სწავლებისთვის. 2023 წელს, გაცვლითი სემინარების მეშვეობით, სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში მიმდინარე კონფლიქტებზე ფოკუსირებით, ვეძებდით პასუხებს ამ რთულ კითხვაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მულტიპერსპექტიული ისტორიული განათლების ხელშეწყობისას პროგრამაში დავნერგეთ ახალი პერსპექტივები, პედაგოგიური მეთოდოლოგია და ჩავრთეთ ახალი აუდიტორია.
პედაგოგიურ გზამკვლევში განხილული კონფლიქტები სენსიტიურია, რამეთუ ისევ ახალია ადამიანთა კოლექტიურ მეხსიერებაში: ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ განიცადეს ესა თუ ის კონფლიქტი, იქნებიან ესენი ჯარისკაცები, დაზარალებულები, ბავშვები თუ ისინი, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი. გარდა ამისა, სასკოლო სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში ეს კონფლიქტები ხშირად ისწავლება სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაზე აქცენტით (თუ საერთოდ ისწავლება), რაც წარმოაჩენს მხოლოდ იმ მომენტში მოქმედი რეჟიმის თვალსაზრისს.
2023 წლის ზაფხულში მასწავლებლებმა სომხეთიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან მონაწილეობა მიიღეს სემინარებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ფასილიტატორი ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, ქვეყნიდან, რომელსაც აქვს კონფლიქტის პირველი გამოცდილება ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
ფასილიტატორი ძალიან ბევრს მუშაობდა თავის ქვეყანაში ახალი მასალის შესაქმნელად, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება იუგოსლავიის კომპლექსური ომების სწავლებისთვის, ამავე დროს, ცდილობდა, თავიდან აერიდებინა ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირება და გადასულიყო სამხედრო-პოლიტიკური განათლებიდან - სოციალურ/საზოგადოებრივ მიდგომაზე. ამ მიდგომამ საფუძველი ჩაუყარა სემინარებს, რომელთა საშუალებითაც გადამზადდნენ მასწავლებლები თავიანთი ქვეყნების სენსიტიურ თემებზე საკუთარი საგაკვეთილო მასალის მოსამზადებლად.
ჩვენი რესურსი შექმნილია იმ მიზნით, რომ იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული, რის გამოც შემუშავებულია თავად ისტორიის მასწავლებლებისა და პედაგოგების მიერ, პედაგოგიური ექსპერტების პროფესიონალური გუნდის კონსულტაციებითა და მხარდაჭერით.
სემინარების დასრულების შემდეგ მასწავლებლები მუშაობდნენ ერთობლივად, რათა შეემუშავებინათ მასალა, ცდილობდნენ თემების ახალი გზებით წარმოჩენასა და მულტიპერსპექტიული მიდგომის გამოყენებას, რომელსაც განვსაზღვრავთ, როგორც კონკრეტული ისტორიული მოვლენის თუ პერიოდის სხვადასხვა თანამედროვე ინტერპრეტაციის აღიარებას, ასევე დროთა განმავლობაში არაერთი პერსპექტივის ევოლუციას. მულტიპერსპექტიულობა სხვადასხვა ეროვნული გადასახედიდან ყოველთვის არ არის შესაძლებელი, ვნახავთ კიდევაც საზოგადოების კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ რეაგირებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გარკვეულ მოვლენაზე.
ევროპის საბჭოს მიერ განსაზღვრულ პრინციპებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია, Confronting Memories-ის პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დამოკიდებულებებისა და ღირებულებების სწავლების ჩართვა და ისტორიის სწავლების დღევანდელობასთან დაკავშირება. ეს გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და ღირსების პატივისცემას, კულტურული მრავალფეროვნების ღირებულებების პატივისცემას, სხვა შეხედულებებისა და პრაქტიკისადმი ღიაობას, სამოქალაქო აზროვნებასა და პასუხისმგებლობას. მასწავლებლებმა, რომლებიც მუშაობდნენ გზამკვლევზე, ისწავლეს ამ კომპეტენციების ჩართვა საგაკვეთილო მასალების კონფიგურაციაში, რაც მოსწავლეებს ხელს შეუწყობს კრიტიკული კითხვების დასმის უნარის გამომუშავებაში.
გზამკვლევი რესურსია არა მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, ვინც კონფლიქტის ან ომის ზონიდან არიან, ან იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც ბოლო დროს კონფლიქტი მიმდინარეობდა, ის შექმნილია ამ რეგიონებს მიღმა მცხოვრები მასწავლებლებისთვისაც. მანამ, სანამ წარმოგიდგენთ საგაკვეთილო აქტივობის სამ მოდელს, გზამკვლევი გვაწვდის მოკლე ინფორმაციას სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის ლოკალურ კონტექსტებზე, ხანგრძლივი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის (1988-დღემდე), საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებისა (1991-92) და დნესტრისპირეთის ომის (1992) შესახებ.
სომეხი მასწავლებლების მიერ შემუშავებული საგაკვეთილო გეგმა საზღვრისპირა სოფელ მოვსესის მაგალითზე ასახავს, თუ როგორ შეცვალა და გავლენა მოახდინა 1988 წელს დაწყებულმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა საერთაშორისო კონფლიქტის ზონის საზღვარზე ცხოვრების ყველა ასპექტზე. მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტის პერიფერიის კუთხით დანახვა და არა მხოლოდ ცენტრის პერსპექტივიდან - ფოკუსირება ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტის ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებში. ეს საშუალებას მისცემს პედაგოგებსა და მოსწავლეებს განიხილონ კონფლიქტის არა მხოლოდ ოფიციალური, ზემოდან ქვევით, პოლიტიკური და იდეოლოგიური პერსპექტივა, არამედ ყველაზე დაუცველთა პერსპექტივაც.
მასწავლებლებმა საქართველოდან გადაწყვიტეს, მოემზადებინათ გაკვეთილი საქართველოს სახელმწიფო გადატრიალებისა (1991-92) და შემდგომი სამოქალაქო ომის შესახებ – კონფლიქტი, რომელიც ნაკლებად შესწავლილ და სენსიტიურ თემად რჩება ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა ადგილობრივი დაინტერესებული მხარის განსხვავებული მოსაზრებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ისტორიკოსებსა და ფართო საზოგადოებას განსხვავებული მოსაზრებები აქვს, კონფლიქტის ფართომასშტაბიანი ისტორიოგრაფიული შესწავლა ჯერ არ განხორციელებულა. ამის გამო რთულია საქართველოს სამოქალაქო ომის შესახებ სწავლება სახელმწიფო სკოლებში: არ არსებობს კონფლიქტის შესახებ პოლიტიკური გავლენისა და პროპაგანდისგან თავისუფალი, ობიექტური შეხედულება. პრობლემას ემატება ისტორიის სასწავლო გეგმასა და სახელმძღვანელოებში ამ თემაზე არასრული და ეპიზოდური ინფორმაცია. ამ მოვლენის გაცნობა ხელს შეუწყობს 1991-93 წლების საქართველოს სამოქალაქო ომის უფრო სიღრმისეულად გაგებას.
მოლდოვის შემთხვევაში, მასწავლებლებმა შეიმუშავეს საგაკვეთილო მასალა 1992 წლის დნესტრისპირეთის ომზე, რომელიც რჩება ყველაზე სენსიტიურ და საკამათო თემად მოლდოვის საზოგადოებაში და ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განხილული სკოლებში. როგორც ამ პროექტის ნაწილი - მოლდოვისა და დნესტრისპირეთის სკოლებში ხარისხიანი განათლების სასურველი შედეგები, მნიშვნელოვანია მოიცავდეს დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, განათლებამ კი ისტორიის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ გაყინულ კონფლიქტში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფაში. კონფლიქტის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების განხილვით, გაკვეთილის გეგმა აჩვენებს კონფლიქტის გავლენას დნესტრის ორივე მხარეზე და სთხოვს მოსწავლეებს, იმუშაონ საკუთარ კვლევაზე კონფლიქტის შედეგების შესახებ მათ უშუალო გარემოცვაში.
გზამკვლევი ხელმისაწვდომია მის შემქმნელ მასწავლებელთა ეროვნულ ენებზე – სომხურ, ქართულ და რუმინულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რათა მისი გამოყენება შეძლონ უცხოელმა მასწავლებლებმაც. ამ სახელმძღვანელოსა და სხვა საგაკვეთილო მასალაზე წვდომა და უფასო ჩამოტვირთვა შესაძლებელია Confronting Memories-ის ვებგვერდიდან.
Other Lesson Materials
The beginning and end of World War II
Children in World War II
Remembrance and memorialisation of World War II in different countries
Young people and forced labour during World War II
Border changes resulting from World War II
Consequences of World War II